ავტომობილის მართვის აკადემიის და სოკარის ერთობლივი პროექტი – მოზარდთა აკადემია

შპს “საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემიამ” პროფესიონალი მრბოლელის, მევლუდ მელაძის ხელმძღვანელობით და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, შეიმუშავა ავტომობილის მართვის მოზარდთა მომზადების სასწავლო პროგრამა და  დაიწყო 12–დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების მეცადინეობა. ავტომობილები აღჭურვილია ავტომატური სიჩქარეების კოლოფით. განაცხადების მიღება დაწყებულია და ონლაინ აპლიკაცია შეგიძლიათ შეავსოთ მოცემულ ბმულზე (აქ)  ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე 574001300. მოზარდთა სკოლას მევლუდ მელაძესთან ერთად უხელმძღვანელებს საქართველოში ავტომობილის მართვის საუკეთესო ინსტრუქტორი ზურაბ ბაბუციძე, ხოლო სწავლებას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. სწავლის საფასური თვეში 125 ლარი.

Start typing and press Enter to search